ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 840 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში 116 962 ადამიანი გარდაიცვალა. 583 ათასზე მეტი ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











