BBC News-ის ცნობით, შესაძლებელია, რომ პირველად, გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი, სწრაფად გადამდები შტამი, მიმდინარე წლის მარტისთვის, მთელ აშშ-ს, სწრაფად მოედოს. ინფორმაციის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) იუწყება.
წყაროს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ Covid – 19-ის ზამთრის აფეთქების შემდეგ, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგეს.

აღნიშნულმა ცენტრმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარასკევს, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში დაგეგმილი პროექტის შესახებ, ამბიციური განცხადება გააკეთა. პროექტი ზემოთ ნახსენებ დროში, 100 მილიონი აშშ-ის მოქალაქის აცრას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 14 230 437 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა 24 103 440-ს უტოლდება. გარდაცვლილია – 401 857.
ავტორი: ამუკა ქორიძე











