აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 123 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სიენენის“ ინფორმაციით, ეს აშშ-სთვის რეკორდული ციფრია.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში დაიღუპა 1 266 ადამიანი.
აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით დაიღუპა 234 911 პაციენტი.
აშშ კოვიდინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.











