აშშ-ში კოვიდის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირაა ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ნელ-ნელა იკლებს.
ეს მაჩვენებლები ქვეყანას საშუალებას მისცემს ვაქცინაციის გეგმა ეფექტურად განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 27 027 347 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 457, 856. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 16 750 422-ს შეადგენს.











