აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 6%-მა, 19 მილიონმა ადამიანმა, ვაქცინის ერთი დოზა უკვე გაიკეთა. ხოლო 3,3%-მა ვაქცინის ორივე დოზა სრულად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 25 861 597 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 431, 392 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











