აშშ-ს პედიატრთა აკადემიის მონაცემებით, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსი 99 000 ბავშვს გამოუვლინდა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად მცირეა ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები. ჰოსპიტალიზებულთა საერთო მაჩვენებელში ბავშვების წილი 1.2%-დან 2.9%-მდე მერყეობს. გარდაცლილთა შორის კორონავირუსით დაღუპული ბავშვების წილი 0.05%-ს არ აჭარბებს.











