fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

23:09 ივლისი 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ, ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

სტუდენტებს, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები, ვინც ბიზნესსაქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

გამონაკლისის დაშვება აღნიშნული პირებისთვის აშშ-ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან მგზავრობის შესახებ, ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირითადი კომპონენტების აღდგენას.

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია“, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

თეგები: საქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
848
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
795
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დეკემბერი 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია