ვირჯინიის შტატში ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent-ი ავრცელებს.
თოკების გამოყენებით აქციის მონაწილეებმა ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდეს და ტბაში გადააგდეს.
ძეგლის ადგილზე დემონსტრანტებმა განათავსეს წარწერა: „კოლუმბი წარმოადგენს გენოციდს “.
ცნობისვის, 9 ივნისს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლიც მოხსნეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობდა მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.
ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ფლოიდის დღედ გამოაცხადა.









