ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი ფერმაში მოკლეს.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია.










