ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და არაფრით ჩამოუვარდება “ფაიზერის” ვაქცინას.
ეზუგბაია მოუწოდებს კოლეგებს და მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია.
“პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის ვაქცინაციის ჩატარება, აქედან გამომდინარე ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავის ქვეყნის მიმართ, რომ აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია და მსოახლეობაში შეიქმნას ის იმუნური ფენა, რომელიც შექმნის ამ დავაადებისგან დამცველ, ასე რომ ვთქვათ, კოლექტიურ იმუნიტეტს. და ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ყველა მოქალაქეს განსაკუთრებით, ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი მოსახლეობის სხვა წევრებს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. ასტრაზენეკა არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით არ ჩამოუვარდება, თუ მეტი არა, ფაიზერის ვაქცინას.”, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
მარინა ეზუგბაიამ კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა.











