დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელძის განცხადებით, 22 აპრილიდან საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე პარტია, 86 ათასი დოზა, შემოვა.
“22 აპრილიდან, ასევე არსებობს დასტური და დოკუმენტაციაც, ველოდებით ასტრაზენეკას მეორე პარტიას, 86 ათასი დოზის შემოსვლა, რომლითაც აიცრებიან განმეორებით ის ადამიანები, რომლებიც პირველ ჯერზე აიცრებიან არსებული 40 ათასით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში.
ცნობისთვის, 13 მარტს საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 ათასი დოზა შემოვიდა.











