fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ასტრაზენეკას გამოყენება დასაშვებია 55 წლის ზევით – გიორგი ფხაკაძე

23:58 მარტი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.3k
ნახვა

საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდიოვნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე დეტალურად საუბრობს და გამოსწორების გზებს ვთავაზობთ.

“საქართველოში ადამიანების საკმაოდ დიდი % კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ თავად ჯანდაცვის სისტემაა ავად და სჭირდება დახმარება.

უნდა დადგინდეს ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის ყველა მიზეზი იმისათვის, რომ შემდგომში იგივე შეცდომა არსად დავუშვათ –

ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში მედიცინის მუშაკის გარდაცვალების ტრაგიკულმა ფაქტმა საჯაროდ ამოატივტივა ჯანდაცვის სექტორში არსებული სერიოზული პრობლემები.

სისტემის მოუმზადებლობა, ტრენინგების არჩატარება, ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ანაზღაურება – საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ მათ მოგვარებას არავინ მოჰკიდა ხელი და არ თქვა, რომ მაგალითად, ექიმებს სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო განათლება.

ასევე, არავინ საუბრობს შემდეგზე – ექიმებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ არ სჭირდებოდეთ რამდენიმე ადგილას მუშაობა. ექიმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო კი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომები, შეცდომებზე ახალ შეცდომებს ამატებს. ის, რაც ხდება კონკრეტულად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კობტროლის ეროვნული ცენტრი – ესენი არიან საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები, რადგანაც გააკეთეს ყველაფერი, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო არასწორად მართული , ფაქტიურად არ მიმდინარეობს ვაქცინაციის კვალიფიციური საინფორმაციო კამპანია.

 

რა უნდა გაკეთდეს?

1.პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალიზმი ყველაფერში, თან ჩვეულებრივი კი არა, უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალიზმი.

2.უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემაში ყველგან 1000%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ რაიმე საკითხი საეჭვოა, პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და არა გაჩერდეს. უნდა შეჩერდეს, გასწორდეს, მოწესრიგდეს დ შემდეგ გაგრძელდეს.

3.აუცილებელია, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, რომ საზოგადოებამ შეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ. ამაში განსაკუთრებით დიდია მედიის როლი და მედიასაშუალებებს ამ საქმეში დახმარებას გთხოვთ.

რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

1.55 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანმა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ ასაკს ქვემოთ უნდა იყოს გამოყენებული, მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა.

2.არსებობს მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც ასაცრელმა პირმა ცვაქვინაციამდე 2 კვირით ადრე არ უნდა მიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეს უშუალოდ ექიმმა უნდამიაწოდოს.

3.კატეგორიულად აკრძალულია ვაქცინაციამდე 2 დღით ადრე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ 2 კვირა ალკოჰოლის მიღება. საუკეთესო, თუ მოქალაქე ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებამდე ალკოჰოლისგან თავს შეიკავებს.

4.ვაქცინის გაკეთების შემდეგ პირველი 15 წუთი პაციენტი უნდა იყოს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. სასურველია, რომ აცრილმა პირმა სამედიცინო დაწესებულება ვაქცინის გაკეთებიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ დატოვოს 5.მოქალაქემ უნდა მოითხოვოს, რომ ვაქცინის ბარათში ჩაუწერონ გაკეთებული ვაქცინის სერიული ნომერი.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

თეგები: AstraZeneca-ს ვაქცინაგიორგი ფხაკაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

ნოემბერი 30, 2021
3k
საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს – გიორგი ფხაკაძე

ნოემბერი 25, 2021
1.1k
საზოგადოება

კომენტარი რომ დავიწყო, საიდან დავიწყო… – რამ გააკვირვა გიორგი ფხაკაძე

ნოემბერი 24, 2021
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია