ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ თორსაში კორონავირუსის 8 ახალი და ერთი ძველი შემთხვევა გამოვლინდა. ხობის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ ყველა ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი ფოთის ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის” ახლო კლასტერები არიან.
„ყველა დიდი სოფლის, როგორიცაა ხეთა,თორსა, ხამისკური კონტაქტები გაიტესტა. დღეს გამოვლინდა 8 ახალი შემთხვევა. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს”, – აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ხობის მასშტაბით კორონავირუსის 65 აქტიური შემთხვევაა.
ავტორი: თეა შონია











