ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპლალიტეტში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ერგესთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის გამო, გადაადგილება შეფერხებულია.
სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით ეხმარებიან მოქალაქეებს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.











