კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევიდან უმეტესობა, 22 შემთხვევა ბათუმში დაფიქსიდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზიის „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი და 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, 16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ით გაიზარდა.











