დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელევიზიის „კლასტერი“ არ გაჩნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აქტიურად მუშაობს, კარგია რომ ყველა გამოკვლეულია. ამ ეტაპზე, იმ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ, რომ შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
დიდი ალბათობით იქ ჩვენ არ გვექნება ე.წ. ტელევიზიის კლასტერი, მაგრამ ე.წ. თვითმონიტორინგი, ვინც ახლო კონტაქტი იყო, ეპიდემიოლოგები აკეთებენ და ისინი გადაჰყავთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, პროცესი მალე დამთავრდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის,კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.











