დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, შესაძლოა, აჭარაში კოვიდინფიცირებულებს ბინაზეც უმკურნალონ.
მისი თქმით, ამჟამად პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება მიმდინარეობს.
„ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთხელ გადამზადება პირველადი ჯანდაცვის ექიმების, რათა აჭარაში შესაძლებელია ჩვენ დავიწყოთ ბინაზე მართვა, სადაც ამის საშუალება იქნება, პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ დეტალურად: კორონავირუსის გადანაწილება რეგიონების მიხედვით – 18 სექტემბრის მონაცემები











