აჭარის პროცესებს შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას, რადგან დღეს ჩვენ სულყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„აქციებს შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას, რადგან დღეს ჩვენ, ყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების. სწორედ ამის შეჩერების არსებობს რამდენიმე მიდგომა, ერთ-ერთი სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ ერთია დაწესება და აღსრულება – მეორე. თუ მას არ აღვასრულეთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, ისე არაფერი არ გამოვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











