გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდ დადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვის სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.
დღეს დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა.
აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 512 პაციენტი, 12 არასრულწლივანი, 21 ოსრული; რეანიმაციაში მოთავსებულია – 39 პაციენტი; თავისუფალი საწოლები-104.
Covid სასტუმროებში- 878, არასრულწლოვანი – 95; აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
სტაციონარულ მკურნალობას შერეული პრინციპით დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში 23 საწოლი.
ჯამში აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებუელბა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











