შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში სამ პედაგოგს ტესტირების დროს კორინავირუსი დაუდასტურდა და მომდევნო ორი კვირა სასწავლო პროცესი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აღნიშნულ სკოლაში.
როგორც „პრაიმტაიმს” აჭარის განათლების სამინისტროში უთხრეს, აჭარის მასშტაბით გაიტესტა ცხრა ათასი პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მხოლოდ სამ პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი.
„აჭარაში გაიტესტა 9 ათასი პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მხოლოდ ამ ერთადერთ სკოლაში დაფიქსირდა სამი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების შენთხვევა. შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლა არ დაიწყება აღნიშნულ სკოლაში. ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იქნება კვლავ დისტანციურ რეჟიმში. შემდეგ, განმეორებითი ტესტირებისას თუ აღნიშნულ პედადოგებს ან სკოლის სხვა წარმომადგენელს არ დაუდასტურდებათ ვირუსი, ცინარეთის სკოლაშიც სწავლება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში გაგრძელდება”- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან აჭარაში არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. მათ შორის, სწავლა ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში განახლდა.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











