გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
90 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფო 12 ოქტომბერს შეიყვანეს. ის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი იყო: კოვიდ 19, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა.
მეორე გარდაცვლილი 66 წლის ქალია, ის რესპულიკური საავდმყოფო 20 ოქტომბრიდან მკურნალობდა. მისი დიაგნოზია: კოვიდ 19, პნევმონია, იყო დიალეზდამოკიდებული, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი.
მესამე გარდაცვლილი 72 წლის ქალია, ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში 14 ოქტომბერს მოათავსეს. მისი დიაგნოზია: კოვიდ 19, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











