აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.











