„აჭარაზე ახლა მოდის ისეთივე დატვირთვა, როგორც იტალიაში იყო ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში, ისეთივე ავადობაა. მაგრამ აჭარის ჯანდაცვის სისტემა ამას უმკლავდება. კი, შეიძლება, დახმარება გარედან სჭირდებოდეს, მაგრამ ამას უმკლავდება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.
იმნაძის თქმით, ე.წ. ლოქდაუნისა და მკაცრი იზოლაციის გამოცხადება იმ შემთხვევაშ გახდება საჭირო, თუ შემთხვევები ისე კატასტროფულად გაიზარდა, რომ საავადმყოფოებში მძიმე ავადმყოფებისთვის ადგილი აღარ დარჩება.
6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 268 —გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.











