დღეს აჭარის მთავარ სამმართველოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის წევრებმა ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს, ველოსიპედი მიუტანეს.
როგორც „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, ამ აქცია-პერფორმანსით სურთ შეახსენონ დავით რიჟვაძეს 2014 წლის ფაქტი, როცა მოქალაქემ ნივთის დაკარგვის შესახებ განაცხადა. დავით რიჟვაძემ ეს ველოსიპედი იპოვა და სახლში წაიღო ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქისთვის დაებრუნენინა.
„დღეს ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია რომ არის, ეს გამოწვეულია იმით, რომ თორნიკე რიჟვაძისა და მისი მამის, დავით რიჟვაძის მსგავსი ადამიანები არიან ხელისუფლებასა და პოლიციაში. ამით გვინდა ვუთხრათ, რომ გვახსოვს ყველაფერი და ვიცით, რომ ისინი არიან კრიმინალები. ეს ფაქტი თავის დროზე სხვადასხვა მედიასაშუალებით გაშუქდა, შეგიძლიათ ნახოთ. პროკურატურამ მაშინ დავით რიჟვაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ჩამოაქვიეთა, თუმცა თორნიკე რიჟვაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააწინაურეს“, – აცხადებს ხათუნა ბერიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











