აჭარის მთავრობის სახლთან ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართლდამცველებმა არ მისცეს. პროტესტანტები დაკავებული სპორტსმენების გათვისუფლებას ითხოვენ.
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკვა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.
შეგახსენებთ, სპორტსმენები რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“წინააღმდეგ გამართულ აქციის დროს დააკავეს.











