აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე აქცია – პერფორმანსი „ნუ გეშინიათ ბუშტების“ გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ბუშტების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ხელისუფლებას, რომელიც არ გამოდის საკუთარ მოსახლეობასთან სალაპარაკოდ, ბუშტებზე წარწერები გაუგზავნეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰელიუმის ბუშტების დამაგრების და გაშვების საშუალება არ მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით დაკავებულია ორი პირი, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რეზო ხარაზი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. ირაკლი ჩხვირკვია ორი დღის წინ დააკავეს და 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან აქციები ერთი თვეა მიმდინარეობს. მესამე დღეა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ორი კი დაშავდა.













