ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან. გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულმა ორმა მოქალაქემ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძე აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობენ.
“იგინებიან აქციის მონაწილეების მიმართ და პროვოკაციებს აწყობენ. მშვიდობიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის საპასუხოდ მათ სამართალდამცავები არ აკავებენ”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე. სამართალდამცავებმა ორივე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ( წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











