აჭარის უმაღლესი საბჭოს 15-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებების თანახმად, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ისევ შერეული, თუმცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება.
ეს ნიშნავს, რომ 21-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 18 პროპორციული, ხოლო 3 მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.
მომდევნო არჩევნები კი, სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება და ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.
დღევანდელ სხდომას კვლავ არ დასწრებია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია. უმრავლესობის თქმით, მათ საზოგადოების, დაკვეთა შეასრულეს და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს.
ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება.











