ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც პოლიტიკოსი პრემირ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.
„ირაკლი ღარიბაშვილი გადადგებაო-პროგნოზს აკეთებს თაკო ჩარკვიანი! „აუ რამდენი ვართ“-ის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც დაბნეულია: არ იცის, რა გააკეთოს პარლამენტში (სადაც ცოცხალი თავით არ შედიოდა) და ამჯერად ახალი რამ მოიფიქრა.
„კანონი და სამართლის“ პარტიის ლიდერსა და პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსს, როგორც თვითონ უწოდებს თავს, ოდნავაც არ ეხამუშება ჯერ ნაცებთან მეგობრობა და ბოლოს რუსების სურვილების თავის პროგნოზად გაჟღერება. აუ, მართლა რამდენი ხართ?“ – წერს facebook გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.










