„ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები, როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე სავაჭრო ცენტრების და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა, იქნას გამოყენებული”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია.
“ჩვენ მუდმივად გვაქვს ბიზნესთან კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაცია პასუხისმგებლიან მთავრობასა და ბიზნესს შორის. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილი.











