ეკონომიკის მინისტრი ე.წ. რიყის დოქებთან დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი ობიექტის გაყიდვა მარტივი არ არის.
როგორც თურნავა ამბობს, მთავრობას ობიექტი აუქციონზე 8-9 თვის განმავლობაში გააქვს.
„ის თანხა, რაც ეს ობიექტი დაუჯდა სახელმწიფოს, ძალიან შორს არის იმ თეორიული საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება გადაიხადოს ინვესტორმა. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან. აუცილებლად მოხდება პრივატიზაცია და აუცილებლად ექნება თავისი გამოყენება ამ ობიექტს, რომელიც თბილისის ცენტრში იმყოფება“, – განაცხადა მინისტრმა.
ასევე, ნახეთ: კახა კალაძე: რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში











