აუცილებლად ვთვლი თქვენი მხრიდან ხელი მოაწეროთ შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
„შემდეგ უფრო გექნებათ უფლება ისაუბროთ, იმ სულისკვეთებაზე რომელიც გააჩნია ამ დოკუმენტს. მე არაერთხელ მითქვამს და ისევ ვიმეორებ, კარგია რომ პარლამენტში შემოხვედით, მუშაობა დაიწყეთ, თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლი თქვენი მხრიდან ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით ავიღეთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ასევე ნახეთ: რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე











