ავტობანზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებულია ორი ქალი, რომლებიც “მერსედესის” მარკის ავტომობილში ისხდნენ, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.












