ავარია ბარათაშვილზე – ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











