ბათუმში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარწბის ექიმების ინფორმაციით, მათ გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ორი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა BROTHERS-ში მოათავსეს, ხოლო არასრულწლოვანი თავის ტრავმით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











