ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











