გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.











