გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.











