გორში, ფარნავაზის მეფის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ჰიუნდაისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი მანქანიდან მგზავრის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
დაშავებულია 70-წლამდე მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.











