ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ქვეითი.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქვეითი და ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა “მედინაში” გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში “პრაიმტაიმს” უთხრეს, დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„კლინიკაში შემოვიდა ორი მამაკაცი, 40 წლამდე ასაკის. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები. ერთს აღენიშნება გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ხოლო მეორეს – წვივის. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ”, – აცხადებენ კლინიკაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











