ორი ადამიანი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის ყორათის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ერთ-ერთი დაცვის სამსახურის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
დაშავებულები ამ დროისთვის სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა,სადაც მათ გამოკვლევები უტარდებათ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











