ცოტა ხნის წინ, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყავნა. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე.
მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ, გენერალური პროკურატურა დაიწყებს.











