თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა ბეტონის ბორდიულს რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩდა და დაიწვა, რასაც მოყვა მსხვერპლი.
მომხდარის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.











