ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად „მერსედესში“ მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
დაშავებულები ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.











