სოფელ კარალეთში მსუბუქი ავტომობილი ელექტრობოძს დაეჯახა და წააქცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სადენები დაზიანდა, ხოლო სოფელ კარალეთს დენის მიწოდება შეუწყდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და „ენერგო-პრო-ჯორჯიას” თანამშრომლები.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რადგან მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდება ბრალეული მძღოლი.
ავტორი: თათია გოლოშვილი











