ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი ford transit-ი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











