თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გზის ზედაპირზე მოცურებული მანქანა მის წინ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო:მთავარი არხი











