მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
შემთხვევა, ღამით სოფელ კისისხევში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











