ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვარდისუბანთან, წრიულ სამოძრაო ზოლზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ერთ- ერთი ავტომანქანის მძღოლმა, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გარკვეული დროით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











