თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.











